N 4339-XIVმს-Xმპ - 27/06/2024 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 27.06.2024
№ დოკუმენტი 4339-XIVმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 15092 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2024 წლის 1 დეკემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,27 ივნისი 2024 წ.

N4339-XIVმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე