პირგასამტეხლო N 2131

2131 პირგასამტეხლო 06.09.2011
№ დოკუმენტი 2131
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლო N 2131

ფაქტობრივი გარემოებები

· 2010 წლის 5 დეკემბერს მიწოდებულ საქონელზე თანხის (ღირებულების) 11 დეკემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში მიმღებ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე

· მიმღების მიერ მომწოდებელისათვის თანხა ანაზღაურებულ იქნა 40 დღის დაგვიანებით - 2011 წლის 20 იანვარს. თანხასთან ერთად ანაზღაურებულ იქნა პირგასამტეხლოს (3000 ლარის) ნაწილი _ 2000 ლარი

· საქონლის მიმწოდებელმა ბუღალტრულად 2010 წელს 1500 ლარი და 2011 წელს 1000 ლარი სწორად ასახა დარიცხვის მეთოდით დებიტორულ დავალიანებაში. ამასთან, საგადასახადო მიზნებისათვის პირგასამტეხლო ერთობლივ შემოსავალში ასახა საკასო მეთოდით: 2010 წელს _ 0 ლარი; 2011 წელს _ 2000 ლარი.

· 2010 - 2011 საანგარიშო წლები საწარმომ დაასრულა მოგებით

შეფასება

· დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას შემოსავლები აღირიცხება შემოსავლის მიღების უფლების მოპოვების მომენტიდან, მიუხედავად შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა (სსკ 140-ე მუხლი). შესაბამისად, პირი ვალდებული იყო 2010 და 2011 წლებში შემოსავლად ეღიარებინა 1500-1500 ლარი.

· 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი შემცირებულია 1500 ლარით, ხოლო 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი გაზრდილია 500 ლარით

ღონისძიებები

· 2010 წლის ერთობლივი შემოსავლის 1500 ლარით შემცირებისათვის პირი დაჯარიმდება 10 %-ით (სსკ 275(1) მუხლი)

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით