ბრძანება N 12537
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12537
06 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის: ----------, სოფ. ----------)
2023 წლის 12 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №80940/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №CB1454064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ქონების ნუსხის წარმოდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ქონების ნუსხის წარმოდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 7374.75 ლარი, საურავი 1882.10 ლარი. დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 9 მარტის N049- 148 ბრძანება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა.
საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №049-148 ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 13.03.2023 წელს. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 12 აპრილს ვალის მათვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №2023/049-148/1 აქტი. აღნიშნული აქტი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 12.04.2023 წელს.
ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილ იქნა 2023 წლის 28 მარტის NCB1454064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციით დასტურდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 12.04.2023 წელს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ინფორმაცია ქონების ნუსხის შესახებ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 12 აპრილს. (№64199/21-17).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №CB1454064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ქონების ნუსხის წარმოდგენასთან დაკავშირებით და ითხოვს დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. 09.03.2023 წელს გამოცემულ იქნა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 13.03.2023 წელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა.
ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიმართ 28.03.2023 წელს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციით დასტურდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 12.04.2023 წელს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ინფორმაცია ქონების ნუსხის შესახებ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 12 აპრილს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 279(1); 269(7)