სარგებელი (დაქირავებულზე გაცემული უპროცენტო სესხი) N 1806
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სარგებელი N 1806
ფაქტობრივი გარემოებები
•2006 წელს საწარმოს დაქირავებულებზე გაცემული აქვს უპროცენტო სესხი
შეფასება
•ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა წარმოადგენს:
ა) დაქირავებულის მიერ მიღებულ სარგებელს (სსკ-ის 174-ე მუხლი);
ბ) დამქირავებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას;
გ) სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს
ღონისძიებები
•ერთობლივი შემოსავალი უნდა გაიზარდოს უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულებით
•უნდა დაზუსტდეს გამოქვითვები ხელფასის (სარგებლის) და სოციალური გადასახადის ოდენობით
•დაერიცხება საშემოსავლო და სოციალური გადასახადები
•საწარმო, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობისთვის