N 1074-IVმს-XIმპ - 25/11/2025 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:
„ჰ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ნოემბერი 2025 წ.
N1074-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე