N 706-IIმს-XIმპ - 24/06/2025 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 24.06.2025
№ დოკუმენტი 706-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 3521 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,24 ივნისი 2025 წ.

N706-IIმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე