ბრძანება N 7039
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7039
03.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2022 წლის 20 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №75626/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის №075-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ:
1. არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით დაანგარიშებას. გადამხდელი თვლის, რომ საპროცენტო განაკვეთი მაღალია და ითხოვს გადაანგარიშებას სამომხმარებლო გრძელვადიანი სესხის შესაბამისი დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
2. არ ეთანხმება იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პრინციპს. გადამხდელი განმარტავს, რომ სესხის პროცენტის გაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო საწარმოდან ფულადი სახსრების გასვლის თარიღიდან და არა ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მიხედვით.
3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის N6575 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 სექტემბრის №24109 ბრძანება და 2022 წლის 20 სექტემბრის №075-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 103 001 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 642 ლარი, ჯარიმა 32 492 ლარი, საურავი 20 867 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შინაარსით დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან გადარიცხულია 1 014 000 ლარი. წარმოდგენილი პირველადი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციები გატარებულია ასევე კაპიტალის შემცირების შინაარსით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც განმარტა, რომ როგორც საბანკო, ასევე ბუღალტრული გატარებების შინაარსის დაფიქსირებისას დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი. მისი განმარტებით აღნიშნული თანხიდან 500 000 ლარი წარმოადგენს დამფუძნებლის (-------) მიერ შპს "-------" სახელით შპს "-------"-ისთვის (ს/ნ -------) სესხის გასაცემად გატანილ თანხას, ხოლო 260 000 ლარი დამფუძნებლის მიერ გატანილ იქნა კომპანიიდან პირადი სესხის სახით. შპს "-------" დირექტორმა ასევე განმარტა, რომ 90 000 ლარი, რომელიც კომპანიის სალაროს ანგარიშზე შემოტანილი იყო კაპიტალის შევსების შინაარსით, წარმოადგენდა ------- გაცემული სესხის დაბრუნების ოპერაციას და ექვემდებარებოდა მოგების გადასახადში ჩათვლას. შპს "-------" დირექტორის მიერ წარმოდგენილია როგორც შპს "-------", ასევე ------- დადებული სასესხო ხელშეკრულებები, კორექტირებული ბუღალტრული პროგრამა და შპს "-------"-თან გაფორმებული შედარების აქტი. ორივე სესხი წარმოადგენს უპროცენტო სესხს. გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემის ოპერაცია არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 982 მუხლების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირ ------- გაცემული სესხი, 260 000 ლარის ოდენობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო აღნიშნული თანხიდან 90 000 ლარი 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში დაექვემდებარა ჩათვლას. გამომდინარე იქიდან, რომ გაცემული სესხი წარმოადგენდა უპროცენტო სესხს, ხოლო 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის შემთხვევაში საბაზრო საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო 21,6%-ის ოდენობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა ცაკლეულ საანგარიშო პერიოდებში სრულად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, პირს დარიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 1 020 000 ლარის ოდენობით გაცემული უპროცენტო სესხი. სესხის მიმღები არის შპს "-------"-ი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც 2020 წლის 14 ივლისის N6817 საქართველოს კანონის საფუძველზე ამოქმედდა, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდზე დაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 12.1 %-ს. დადგენილი პროცენტის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, რაზეც პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შინაარსით დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან გადარიცხულია თანხები. მისი განმარტებით როგორც საბანკო, ასევე ბუღალტრული გატარებების შინაარსის დაფიქსირებისას დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნული თანხიდან 260 000 ლარი დამფუძნებლის მიერ გატანილ იქნა კომპანიიდან პირადი სესხის სახით, რომლის ნაწილიც (90 000 ლარი) დაბრუნებულ და ჩათვლილ იქნა შემოწმების მიერ. წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულებებისა და კორექტირებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, სესხი წარმოადგენს უპროცენტო სესხს. დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ სესხის გაცემის ოპერაციაზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირ ------- გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული სესხის ტიპი. შესაბამისად, შემოწმებამ სესხის პროცენტის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ზოგადად ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული პრინციპით გაანგარიშებული პროცენტის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა განაწილებულ მოგებად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
2020 წლის 22 ივლისიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს შპს „-------“-ზე გაცემული აქვს უპროცენტო სესხი. საწარმოს მიერ წარმოდგენილია შპს „-------“-თან დადებული სასესხო ხელშეკრულებები, კორექტირებული ბუღალტრული პროგრამა და შპს „-------“-თან გაფორმებული შედარების აქტი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესაბამის პერიოდზე დაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 12.1 %-ს. შესაბამისად, პროცენტის თანხა ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად, რაზეც პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ:
1. არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით დაანგარიშებას და ითხოვს გადაანგარიშებას სამომხმარებლო გრძელვადიანი სესხის შესაბამისი დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
2. არ ეთანხმება იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პრინციპს.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შინაარსით დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან გადარიცხულია თანხა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნული თანხიდან ნაწილი წარმოადგენს შპს-თვის სესხის გასაცემად გატანილ თანხას, ხოლო ნაწილი დამფუძნებლის მიერ გატანილ სესხს. ამასთან, დამფუძნებლის მიერ განხორციელდა გაცემული სესხის ნაწილის უკან დაბრუნების ოპერაცია. ორივე სესხი წარმოადგენს უპროცენტო სესხს. გადასახადის გადამხდელის მიერ უპროცენტო სესხის გაცემის ოპერაცია არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. შედეგად, პირს დარიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შპს-ზე გაცემული უპროცენტო სესხი. საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდზე დაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომლის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, რაზეც პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97, 981, 982 , 981 მ(4-ა.ა); 983(3-ზ); 73(9); 269(7).