N 180 - 11/06/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №180
2026 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:
1. „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო - ს“ ქვეპუნქტები:
„ო) გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს-ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
პ) საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ);
რ) გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც არ არის გაუქმებული ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
ს) გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე