მატერიალური ფასეულობის დანაკლისი N 1707
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მატერიალური ფასეულობის დანაკლისი N 1707
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობა დანაკარგის სახით
•დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობა
•ვარიანტი 1: დანაკარგი აღმოჩენილია საგადასახადო შემოწმებით 2010 წლის 1 აგვისტომდე; საწარმო დანაკარგს მიიჩნევს ბუნებრივ/ტექნოლოგიურ დანაკარგად და არ განიხილავს მას დანაკლისად და შესაბამისად, მიწოდებად
•ვარიანტი 2: დანაკარგი აღმოჩენილია საგადასახადო შემოწმებით 2010 წლის 1 აგვისტოს შემდეგ; საწარმო დანაკარგს მიიჩნევს ბუნებრივ/ტექნოლოგიურ დანაკარგად და არ განიხილავს მას დანაკლისად და შესაბამისად, მიწოდებად
•ვარიანტი 3: დანაკარგი აღმოჩენილია საწარმოს მიერ და დეკლარირებულია (ასახულია ანგარიშგებაში) და დაბეგრილია დადგენილი წესის შესაბამისად
შეფასება
•სამივე ვარიანტში, დანაკარგი სრული ოდენობით ჩაითვლება დანაკლისად
ღონისძიებები
•პირველ ვარიანტში, აღმოჩენილი დანაკლისი საწარმოს ჩაეთვლება რეალიზაციად აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად და დაიბეგრება მოგების გადასახადითა და დღგ-ით, ასევე, გადამხდელს წარმოეშობა ვალდებულება აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დაადეკლარიროს და გადაიხადოს აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები
•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთან, გადამხდელს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებები აღარ დაეკისრება
•მე-3 ვარიანტში, პირის მიმართ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, ვინაიდან მან დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში