N 3527-XIIIმს-Xმპ - 21/09/2023 - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) მონაცემები მუშავდება სამხედრო აღრიცხვის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,21 სექტემბერი 2023 წ.
N3527-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე