N 01-63/ნ - 06/07/2021 - „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-63/ნ
2021 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 25/10/2019; 470230000.22.035.016661) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართის (იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმები) „ა“; „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტები ძალაშია მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე