სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება (პერიოდების მიხედვით სხვადასხვაა - ჩათვლის და ხარჯის ნაწილში აღიარება) N 0252

0252 სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება (პერიოდების მიხედვით სხვადასხვაა - ჩათვლის და ხარჯის ნაწილში აღიარება) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0252
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება N 0252

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ მიწოდებულ საქონელის/მომსახურების ღირებულება არ ასახა ერთობლივ შემოსავალში და არ დაარიცხა დღგ. ამასთან, მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან და მიიღო დღგ-ის ჩათვლა

•I ვარიანტი: ოპერაცია განხორციელდა 2009 წლის 1 იანვრამდე

•II ვარიანტი: ოპერაცია განხორციელდა 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 12 მარტამდე

•III ვარიანტი: ოპერაცია განხორციელდა 2009 წლის 12 მარტიდან 2011 წლის 1 იანვრამდე

•IV ვარიანტი: ოპერაცია განხორციელდა 2011 წელს

შეფასება

•I ვარიანტში სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემა არ ითვლება მიწოდებად და შესაბამისად არ არსებობს მათზე გაწეული ხარჯების გამოქვითვისა და დღგ-ის ჩათვლის საფუძველი

•II ვარიანტში სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემა არ ითვლება მიწოდებად, შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას და არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო სსკ-ის ძვ.178-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა მართლზომიერია,ხოლო ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას

•III ვარიანტში სახელმწიფოსათვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემა არ ითვლება მიწოდებად, შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას და არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო სსკ-ის ძვ.178-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის და ძვ. 247-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა და დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია

•IV ვარიანტში 2011 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში სსკ-ის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისდ საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება, ამასთანავე სსკ-ის 106-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, ხოლო დღგ-ის ნაწილში სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 (ი) ნაწილის თანახმად, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას

ღონისძიებები

•I ვარიანტში დაზუსტდება (გაიზრდება) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით. შემცირდება გამოსაქვითი ხარჯები და გაუქმდება დღგ-ის ჩათვლა უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელზე/მომსახურებაზე

•I ვარიანტში მოგებისა და დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

•II ვარიანტში გაუქმდება დღგ-ის ჩათვლა უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელზე/მომსახურებაზე

•II ვარიანტში დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

•III და IV ვარიანტებში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით