N 3312-XIმს-Xმპ - 28/06/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 28.06.2023
№ დოკუმენტი 3312-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1071. საერთო სარგებლობის ტრანსპორტის შიდა მოწყობილობის დაზიანება

საჰაერო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საზღვაო ტრანსპორტის, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი:

„მუხლი 1145. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2121 მუხლი:

„მუხლი 2121. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

4. 239-ე მუხლის:

ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ პოლიციის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;

ბ) 471 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 ნაწილი:

„472. ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,28 ივნისი 2023 წ.

N3312-XIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე