ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია N 1509
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია N 1509
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოსა და ურთიერთდამოკიდებულ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს შორის, რომელიც არ წარმოადგენს საწარმოსათვის არც დაქირავებულს და არც დამფუძნებელს, გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი (გარიგების ფასი) შეადგენს 7 მილიონ ლარს.
· თანხის გადახდა განხორციელდა ორ ეტაპად: 5 მილიონი ლარის გადახდა მოხდა პირველად, ხოლო მეორე ეტაპზე დარჩენილი 2 მილიონის ლარის.
· უფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ქონების საბაზრო ფასი, მისი მიწოდების მომენტისათვის, განისაზღვრა 5 მილიონი ლარის ოდენობით.
შეფასება
· - სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ." ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი.
- სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი გარდა, ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
- სსკ-ის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
- სსკ-ის 981 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.
ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.
სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
· ვინაიდან პირები ურთიერთდამოკიდებულები არიან და გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან ითვლება რომ მათმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა იქონია გარიგების შედეგზე.
· ფიზიკურ პირთან მიმართებაში: სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულების მიზნით აქტივის ღირებულებად ჩაითვლება საბაზრო ფასი 5 მილიონი ლარი, ხოლო 2 მილიონი ლარი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
· საწარმოსთან მიმართებაში: გარიგების ფასსა და აქტივის საბაზრო ფასს შორის სხვაობა (2 მილიონი ლარი) ითვლება უსასყიდლოდ ფულადი სახსრების გადაცემად, რომელიც სსკ-ს 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, არ ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით.
ღონისძიებები
· პირებს, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში დაეკისრებათ სსკ-ის 275-ე მუხლით განსაღზვრული ჯარიმა.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 18 აგვისტოსთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით