სხვა პირის ვალდებულების დაფარვა (სესხია და პროცენტი უნდა აღიარდეს) N 2108
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სხვა პირის ვალდებულების დაფარვა N 2108
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს მიერ განხორციელდა სხვა პირის ვალდებულებების დაფარვა
•აღნიშნული პირი საწარმოს აღრიცხული ჰყავს დებიტორად (მოთხოვნებში), თუმცა ოპერაცია არ ასახა ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
•აღნიშნული ოპერაცია ჩაითვლება საწარმოს მიერ სხვა პირზე გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად (უპროცენტო სესხი), ხოლო სესხის საბაზრო განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტი, მოგების გადასახადის მიზნებისათვის, ჩაერთვება საწარმოს ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
•გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი
•საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით