ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 2125
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 2125
ფაქტობრივი გარემოებები
•გადამხდელს საქონლის თვითღირებულებაში გათვალისწინებული არა აქვს მის ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახარჯები. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით უფიქსირდება საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში
•გადამხდელის წერილობითი განმარტებით დგინდება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან
შეფასება
•რეალიზებული საქონელი უნდა შეფასდეს საბაზრო ფასით მიწოდებულად, ხოლო საბაზრო ფასი განისაზღვრება სსკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად
•შემცირებულია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი
•სსკ-ის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით გაეზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
ღონისძიებები
•რეალიზებული საქონლის საბაზრო ფასი უნდა იქნეს ასახული პირის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრება მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს გაეზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაიბეგრება დღგ-ით
•მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით