N 34 - 03/02/2026 - „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №34
2026 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„4. სმფ-ების ჩამოწერა (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სრულდება:
ა) საქონლის სრული განადგურებით;
ბ) საქონლის პირველადი სახის შეცვლით;
გ) ამ წესის 3722 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (შემდგომში – მგვ) ორგანიზაციისთვის გადაცემით.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწარმოებლის მიერ აქციზური მარკით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე გასვლით დათვალიერებას ექვემდებარება ამ წესის დანართ №24-ში მითითებული აქციზური ნაწარმის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2% შერჩევით. შერჩევა ხორციელდება უდიდესი შეფუთვის აქციზური ნაწარმის ყუთის, ხოლო თითოეული ყუთიდან – აქციზური ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვის მიხედვით.“.
2. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება მგვ ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ ი“ ქვეპუნქტები:
„თ) მე-8 გრაფაში მიეთითება აქციზური მარკების სერიული ნომრები/სერიული ნომრების დიაპაზონი;
ი) მე-9 გრაფაში მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.“.
3. დანართი №23 და დანართი №24 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე