№1 - 03/01/2020 - „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.01.2020
№ დოკუმენტი 1
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის და

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1/ №1-1/1

2020 წილის 3 იანვარი

ქ. თბილისი

„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1

„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/07/2019, სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.033.017223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „სამშენებლო პროდუქტების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ საბეჭდი ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ შევსებისა და დადასტურების წესის“ (დანართი №3) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნაწილი II (სააგენტოს გადაწყვეტილება საქონელზე), რომელშიც ელექტრონულად აისახება სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული/განსახორციელებელი პროცედურების შესახებ ინფორმაცია ან/და მიღებული გადაწყვეტილება.“.

 

მუხლი 2

ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადასტურებული და უარყოფილი „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინებები“ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამის საქონელთან მიმართებაში.

 

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

ივანე მაჭავარიანი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

 

ნათელა თურნავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე