შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება N 1105

1105 შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება - (ძალადაკარგული) 12.08.2012
№ დოკუმენტი 1105
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება N 1105

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა რეზიდენტმა საწარმომ 2010 წლის იანვარში მიაწოდა საჯარო რეესტრში ერთ სარეგისტრაციო ობიექტად დაფიქსირებული მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა

•საწარმომ 2010 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შეიტანა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულება, ხოლო მიწის ღირებულება ასახა დღგ-ით გათავისუფლებულ ბრუნვაში

•მყიდველის მოთხოვნით, საწარმომ გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულების მიხედვით

შეფასება

•მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად

•საწარმოს მიერ 2010 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში უნდა ასახულიყო მიწისა და შენობა-ნაგებობის ღირებულება ერთად

•დარღვეულია ანგარიშ-ფაქტურის შევსების წესი, რადგანაც საწარმოს მიერ შემცირებული იქნა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ

ღონისძიებები

•საწარმოს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა

•საწარმო დაჯარიმდება 2010 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის ოდენობის შემცირებისათვის სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული წესით

•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით