მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1713
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1713
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საგადასახადო შემოწმებით საცავში დაუდგინდა ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით შაქრის ფხვნილის ნაკლებობა საერთო მასის 2%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი
· შაქრის დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა
· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ არის
შეფასება
· საგადასახადო ორგანო მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკითხის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად. ამასთან, თუ შემოწმების დასრულებამდე არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, სხვა ეპიზოდების მიხედვით დგება საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი
· შემოწმების დასრულებამდე მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შაქრის ფხვნილის შენახვის პროცესში დანაკარგის ნორმა დადგინდა 2.5%–ის ოდენობით.
· გამოვლენილი ნაკლებობა (2%) არ ჩაითვლება დანაკლისად
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება