N 3764-XIIIმს-Xმპ - 29/11/2023 - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 29.11.2023
№ დოკუმენტი 3764-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 478 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და მას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადასცემს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,29 ნოემბერი 2023 წ.

N3764-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე