N 48 - 13/02/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 13.02.2012
№ დოკუმენტი 48
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №48

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის მომსახურების საფასურის ამოღების მომსახურება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე