N 351 - 31/08/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №351
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 98-ე გრაფა:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679574301001 {width: 495pt; margin-left: 14.4pt; margin: 0 auto !important; }
„98
დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გამოწერის უფლებამოსილი პირისფირნიშით („გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX FREE SHOPPING“) უზრუნველყოფა
ერთი ფირნიში – 0.35 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი