საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა N 2306
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა N 2306
ფაქტობრივი გარემოებები
•საქართველოს საწარმომ უცხო ქვეყანაში მიიღო მოგება - 100 000 ლარი და გადაიხადა უცხო ქვეყანაში მოქმედი განაკვეთით გადასახადი 25 000 ლარი (25 %)
•საწარმო ასევე ეწეოდა საქმიანობას საქართველოში და მისმა ჯამურმა დასაბეგრმა მოგებამ (უცხო ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად მიღებულმა) შეადგინა 40 000 ლარი, შესაბამისად საქართველოში კუთვნილმა მოგების გადასახადმა შეადგინა - 6 000 ლარი (40 000 ლარი X15 % )
•უცხო ქვეყანაში გადახდილი მოგების გადასახადის თანხიდან - 25 000 ლარი - საწარმომ სრულად ჩაითვალა 15 000 ლარი (100 000 ლარი X 15 %), სსკ-ის 1921 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
•შესაბამისად, საწარმომ დეკლარაციით გაანულა კუთვნილი გადასახადი - 6 000 ლარი და გადამხდელისათვის დაბრუნებას დაქვემდებარებულ გრაფაში ასახა 9 000 ლარი (15 000 ლარი - 6 000 ლარი)
შეფასება
•ჩათვლა უნდა მომხდარიყო შესაბამის წელს საქართველოს ბიუჯეტში გადასახდელად გამოანგარიშებული გადასახადის ფარგლებში ( 6 000 ლარი)
ღონისძიებები
•უნდა დაკორექტირდეს დეკლარაციაში ნაჩვენები 9 000 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა
•პირი დაჯარიმდება საგადასახადო ვალდებულების (ანგარიშგების) არაჯეროვნად შესრულებისათვის სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე