N 341 - 30/10/2026 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №341
2026 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „608“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „609“ და „610“ კოდების გრაფები:
#assignedTableId-1793595674848 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„609
სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მილსადენის ან მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით ან/და როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია) მომსახურების საფასური
610
სეს ესნ-ის 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით ან/და როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია) მომსახურების საფასური“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე