წარმომადგენლობითი ხარჯები (წვეულებაზე მყოფი დაქირავებული პირებისათვის არაა სარგებელი) N 0602

0602 წარმომადგენლობითი ხარჯები (წვეულებაზე მყოფი დაქირავებული პირებისათვის არაა სარგებელი) 27.01.2012
№ დოკუმენტი 0602
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

წარმომადგენლობითი ხარჯები N 0602

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ვიზიტით მყოფი უცხოელი სტუმრების მისაღებად მოაწყო წვეულება, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე ამ საწარმოს დაქირავებული პირები

•აღნიშნული ხარჯი არ აღემატება საწარმოს ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტს. წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები საწარმომ სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•სსკ-ის 116-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯი ექვემდებარება გამოქვითვას არაუმეტეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით

•წვეულებაზე დასწრება, მ.შ დაქირავებულ პირთათვის, არ ჩაითვლება მიღებულ სარგებლად

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ ხდება

იგულისხმება რომ სტუმრები არ წარმოადგენენ საწარმოს დამფუძნებლებს.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.