შეღავათი სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრულ ობიექტებზე N 11102

11102 შეღავათი სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრულ ობიექტებზე 05.06.2017
№ დოკუმენტი 11102
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შეღავათი სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრულ ობიექტებზე N 11102

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმო 2015-2016 წლებში საცხოვრებელ კორპუსში არსებული ფართების მიწოდებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, ვინაიდან მიწოდებული ქონება განთავსებულია ობიექტში, რომელიც შეტანილია სსკ-ის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილის მიხედვით განსაზღვრულ ნუსხაში (კორპუსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ძალაშია 2008 წლის 8 აგვისტოსათვის). კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2015 წლის თებერვლის თვეში.

შეფასება

· სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. ამავე მუხლის 81-ე ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების დღგისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მიზნით იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამავე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

· საწარმოს ჰქონდა დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება, ვინაიდან ობიექტი ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წლის თებერვლის თვეში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს 79-ე და 81-ე ნაწილები ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით