N 528 - 18/11/2022 - „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.11.2022
№ დოკუმენტი 528
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2022 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ, №75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით, სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგილი უნდა ჰქონდეს:“.

 

2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„31. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების, ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, მოძრავ ან/და დროებით შენობებში, მათ შორის, ავტომატებით სურსათის წარმოების/გადამუშავების, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებისა, სადაც გათვალისწინებულია კვება) დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა ითვალისწინებდეს Codex Alimentarius-ის სურსათის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად პრინციპებს.“.

 

3. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის:

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. ეს წესი ადგენს „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისგან“ განსხვავებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელდება სურსათის წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.“;

 

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე