„Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ბრძანება 26.07.2021
№ დოკუმენტი 24478
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 24478

2021 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანება.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული ნორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედ პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებთან მიმართებაში, გარდა ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით და მისი მოქმედების ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე