N 701 - 27/11/2020 - „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 27.11.2020
№ დოკუმენტი 701
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №701

2020 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 340120000.10.003.016333) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა

პესტიციდები და აგროქიმიკატები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683724620334 {width: 510pt; margin: 0 auto !important; }ნომენკლატურის სასაქონლოკოდისაქონლის დასახელებაშენიშვნა

3808 92 100 00პრეპარატები სპილენძი სნაერთების ფუძეზე

3808 99 100 00როდენტიციდები

3808 99 900 00პესტიციდები დანარჩენი

3102 80 000 00შარდოვანას და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში

3102 10 100 00სასუქი შარდოვანა,მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით

3102 60 000 00კალციუმის ნიტრატისადა ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები

2833 25 000 00სპილენძის სულფატი

თესლი და სარგავი მასალა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683724656715 {width: 557pt; margin: 0 auto !important; }სეს ესნ სასაქონლო კოდისაქონლის დასახელებაშენიშვნა

0602 10დაუფესვიანებელი კალმები და გადანაწვენები

0602 20ხეები, ჯაგნარებიდა ბუჩქნარები, დამყნობილი ან დაუმყნობელი, საჭმელინაყოფის ან კაკლის მომცემი

0602 90 300 00ბოსტნეული კულტურების,მარწყვისა და ხენდროს მცენარეები

0602 90 500 00ღია გრუნტის მრავალწლიანი მცენარეები, ხეების, ჯაგნარებისა და ბუჩქნარების გარდა

0602 90 700 00დაფესვიანებული კალმები და ნორჩი მცენარეები,კაქტუსის გარდა

0713 33 100 00ლობიო (დასათესად)

0701 10 000 00სათესლე კარტოფილი

0712 90 110 00ჰიბრიდული შაქრიანისიმინდი (დასათესად)

1001 91 100 00სპელტა (დასათესად), რბილი ხორბალი და მესლინი, სათესლე

1001 91200 00

1003 10 000 00ქერი (სათესლე)

1005 10სიმინდი (სათესლე)

1007 10 100 00მარცვლოვანი სორგო (დასათესი ჰიბრიდები)

1201 10 000 00სოიოს ცერცვი (დასათესად)

1205 10 100 00რაფსის ან კოზლას თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)

1206 00 100 00მზესუმზირის თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)

1209თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად.

შენიშვნა: თუ ნუსხაში მითითებულია ექვსნიშნა სასაქონლო სუბპოზიცია ან ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია, მაშინ იგულისხმება, რომ გათავისუფლება ვრცელდება მოცემული სუბპოზიციის ან პოზიციის ყველა საქონელზე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე