ბრძანება N 20446
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20446
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ ------------ის (ს/ნ -------------)
(მის: ---------------------------------------)
2023 წლის 4 აგვისტოს საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N84) განიხილა ი/მ ------ ------------ის (ს/ნ -------------) N82846/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2014 წელს დაჯარიმდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის და რეგისტრაციის მოწმობის მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოუკვრელობისთვის. გადამხდელი აცხადებს, -----ის ტერიტორიაზე ჰქონდა პატარა ჯიხური, საქმიანობის დაწყებიდან მინიჭებული ჰქონდა მეწარმის სტატუსი, ობიექტის შემოწმებისას გამოკრული არ ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუმცა იქვე თაროზე ჰქონდა დადებული, ამასთან მიუთითებს, რომ სალარო აპარატის ტექნიკური ხარვეზის გამო ჩეკი ვერ ამოარტყა.
გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ჯარიმის გადახდა მისთვის პრობლემას წარმოადგენს რადგან არის პენსიონერი და ამასთან აღნიშნული გამოწვეულია არცოდნით, ითხოვს ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც N099274 ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ამავე დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N48530 ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 16 დეკემბერს ი/მ ------ ------------ის (ს/ნ -------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შეძენილ იქნა 1.50 ლარის ღირებულების სიგარეტი. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელი პირის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2014 წლის 18 დეკემბერს მისამართზე:-------, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს და დაბრუნდა უკან 2014 წლის 25 დეკემბერს. აღნიშნული ოქმი საჯაროდ არ გავრცელებულა და არც ელექტრონულად გაგზავნილა (პორტალი გააჩნია 2019 წლის 1 აპრილიდან).
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს ხელზე ჩაბარდა 2023 წლის 9 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 ოქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით: ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის 9 აგვისტოს ხელზე. აღნიშნულ თარიღამდე ოქმის წარდგენის ფაქტი არ დასტურდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ------ ------------ს (ს/ნ -------------) სადავო ოქმი წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ხოლო მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალიდან დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ჩაიბარა ი/მ ------ ------------მა (ს/ნ -------------) პირადად 2014 წლის 7 მარტს, რაც დასტურდება სადავო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამის გრაფაში არსებული ხელმოწერით. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 4 აგვისტოს, კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზის თაობაზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ ------------ის (ს/ნ -------------) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ი/მ ------ ------------ის (ს/ნ -------------) საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 ოქმის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
1. აღნიშნული ბრძანება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 16 დეკემბრის N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ბრძანება მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დაჯარიმდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის და რეგისტრაციის მოწმობის მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოუკვრელობისთვის.
ითხოვს ჯარიმების გაუქმებას.რადგან რადგან არის აღნიშნული გამოწვეულია არცოდნით,ფაქტობრივი გარემოებები
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ N48530 ბრძანების საფუძველზე, მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა.აღნიშნული ოქმი მომჩივანს წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალიდან დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის N045427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ჩაიბარა პირადად გადასახადის გადამხდელმა 2014 წლის 7 მარტს, რაც დასტურდება სადავო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამის გრაფაში არსებული ხელმოწერით. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 4 აგვისტოს, კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის N045427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზის თაობაზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ამასთან,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ N099274 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.რადგან აღნიშნული მომჩივანს აღნიშნული წარედგინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ,დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(3,13); 44(1,3,6„ა“); 64(1,2); 301( „ე“); 271(4); 281(3); 299(4,10); 302(6);