N 513 - 01/12/2017 - „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №513
2017 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2017, 300160070.10.003.020102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) M2 და M3 კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და 0 კატეგორიის მათი მისაბმელების გაბარიტების მიმართ, აგრეთვე N2 და N3 კატეგორიების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და O3 და O4 კატეგორიების მათი მისაბმელების გაბარიტების მიმართ. ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ შესაბამისად;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე