კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა (90 დღიანი შეზღუდვა არ გულისხმობს ოპერაციის პერიოდისა და კორექტირების პერიოდებს შორის დროს) N 1145

1145 კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა (90 დღიანი შეზღუდვა არ გულისხმობს ოპერაციის პერიოდისა და კორექტირების პერიოდებს შორის დროს) - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1145
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა N 1145

ფაქტობრივი გარემოებები

•2010 წლის 5 სექტემბერს შემდგომი გადახდის პირობით მიწოდებულ საქონელზე, ფასების გაზრდასთან დაკავშირებით 2011 წლის 17 თებერვალს განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. გამყიდველის მიერ გამოწერილ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•ვარიანტი 1. მყიდველმა იმავე საანგარიშო პერიოდში (თებერვალი), რომელშიც მოხდა კორექტირება, კორექტირების საგადასახადო ა/ფაქტურა წარადგინა საგადასახადო ორგანოში (ასახა დეკლარაციაში) და მიიღო ჩათვლა სხვაობის თანხაზე

•ვარიანტი 2. მყიდელმა დღგ-ის ჩათვლის მიზნით კორექტირების საგადასახადო ა/ფაქტურა საგადასახადო ორგანოში წარადგინა (დეკლარაციაში ასახა) კორექტირების საანგარიშო თვიდან 4 თვის გასვლის შემდეგ და მოითხოვა დღგ-ის ჩათვლა სხვაობის თანხაზე

შეფასება

•პირველ ვარიანტში: მყიდველს არ დაურღვევია კორექტირების საგადასახადო ა/ფაქტურის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვადა. შესაბამისად, ა/ფაქტურით ჩათვლა კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება

•მე-2 ვარიანტში: ადგილი აქვს დღგ-ის ჩათვლის სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით დადაგენილი ვადის დარღვევას. შესაბამისად ამ ა/ფაქტურით დღგ-ის ჩათვლა არ უნდა მომხდარიყო

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

•მე-2 ვარიანტში:

- პირს დაერიცხება კუთვნილი დღგ არასწორად ჩათვლილი თანხის ოდენობით;

- დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული წესით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით