N 1030-IVმს-XIმპ - 11/11/2025 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 11.11.2025
№ დოკუმენტი 1030-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1100-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და დიზაინზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით.

2. დიზაინზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით.

3. გამოგონებიდან, სასარგებლო მოდელიდან ან დიზაინიდან გამომდინარე პირადი არაქონებრივი საავტორო უფლებები განუსხვისებელი და უვადო უფლებებია.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,11 ნოემბერი 2025 წ.

N1030-IVმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე