N 256 - 03/07/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.07.2023
№ დოკუმენტი 256
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №256

2023 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 393 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე