ბრძანება N 19202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.09.2025
№ დოკუმენტი 19202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19202

01 სექტემბერი 2025

ბრძანება

"-------"-ის (პ/ნ "-------")

(მის.:"-------")

2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა "-------"-ის (პ/ნ "-------") №125630/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საჩივარზე დართული "-------"-ის (პ/ნ "-------") მიმართ შედგენილი №EL291489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებს მომჩივნისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

"-------"-ის სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის ("-------" 5000 UI – 110 კოლოფი) საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეადგინა 3300 ლარი. შესაბამისად, ერთი კოლოფის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. მის შემთხვევაში კი საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 70.3 ლარი. გაუგებარია, თუ რამ განაპირობა ექსპერტისთვის ერთსა და იმავე საქონელზე დროის მცირე მონაკვეთში ფასთა ასეთი სხვაობა.

მომჩივნის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს საქმის გარემოებების არაჯეროვან გამოკვლევას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას და საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2025 წლის 26 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში "-------"-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა №"-------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა"-------" (პ/ნ "-------"). აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც, სატრანსპორტო საშუალების საბარგულში არსებულ სათავსოში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი: მედიკამენტი „-----“ – 100 ფირფიტა, მედიკამენტი „------“ – 133 კოლოფი და მედიკამენტი „-----“ – 191 ფირფიტა, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2025 წლის 29 მარტის №003082/2025 დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13 980 ლარი.

ვინაიდან "-------"-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის (სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი) შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------"-ს (პ/ნ "-------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 980 ლარი.

გამომდინარე იქიდან, რომ "-------"-ის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილ მედიკამენტებზე არ იყო წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, "-------"-ის განცხადებით (№"-------" 29.03.2025) საქონელი გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

მომჩივანი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2025 წლის 29 მარტის №003082/2025 დასკვნას, რაზეც 2025 წლის 28 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა №64228/21 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2025 წლის 28 აპრილს (რეგ. №64228/21). აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 მაისის (ოქმი №40) სხდომაზე. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის №10350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამასთან, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთთებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება:

ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს;

ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს;

გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;

ბ) ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე საქონლის ფასი;

გ) უცხო ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ფასი;

დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;

ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულება;

ვ) საქონლის ორი ღირებულებიდან უდიდესის მიღების პრინციპი;

ზ) საქონლის წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. მე-4 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი კი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოსაყენებელი ფასის ინფორმაციის მონაცემები უნდა ემყარებოდეს სარეზერვო მეთოდის პრინციპებს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასების პროცესში გამოყენებულია „მსგავსი საქონლის მოქნილობის მოთხოვნები“, როგორც განსაზღვრულია სარეზერვო მეთოდის პრინციპებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დავის განახლების საფუძველი და ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "-------"-ის (პ/ნ "-------") საჩივარი 2025 წლის 29 მარტის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივარი ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივნი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტისკონტროლის ზონაში შემოვიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების საბარგულში არსებულ სათავსოში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი. მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 980 ლარი.

გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილ მედიკამენტებზე არ იყო წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მომჩივანის საქონელი გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

მომჩივანი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის დასკვნას, რაზეც 2025 წლის 28 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დავის განახლების საფუძველი და ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

299(7),308(3).