აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება (მხოლოდ მოგების გადასახადის მიზნებისათვის დაკორექტირდება) N 0724

0724 აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება (მხოლოდ მოგების გადასახადის მიზნებისათვის დაკორექტირდება) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0724
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება N 0724

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელ საწარმოს რეალიზებული აქვს შაქარი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ამასთან , დადგენილია, რომ აღნიშნული საქონლის ნაწილი იმავე პერიოდში რეალიზებულია თვითღირებულებაზე მაღალ ფასად

· საწარმოსა და მყიდველ კომპანიებს შორის არ დგინდება ურთიერთდამოკიდებულება სსკ-ის მე-19 (ძვ. 23-ე) მუხლის მიხედვით

შეფასება

· თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული საქონელი სსკ-ის 147-ე (ძვ. 210-ე) მუხლის მიხედვით უნდა შეფასდეს საბაზრო ფასით მიწოდებად, ხოლო საბაზრო ფასი განისაზღვრება სსკ-ის მე-18 (ძვ. 22-ე) მუხლის შესაბამისად. დადგენილია, რომ საბაზრო ფასია იმავე საწარმოში დაფიქსირებული თვითღირებულებაზე მაღალი ფასი

· შემცირებულია საწარმოს ერთობლივი შემოსავალი

· დღგ-ში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობა

ღონისძიებები

· უნდა დაკორექტირდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

მოცემულ სიტუაციაში საბაზრო ფასი განისაზღვრება იმავე საწარმოში უახლოეს პერიოდში, მსგავსი რაოდენობისა და მსგავსი პირობებით მიწოდებული საქონლის ფასის მიხედვით.