N 275 - 18/07/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №275
2023 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართ №II-04-ის (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია) დანართ „გ“-ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი „დ“ – „სესხების აღრიცხვა“:
დანართი „დ“
სესხების აღრიცხვა
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1689757779540 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }
შინაარსი
საანგარიშო პერიოდის
საწყისი ნაშთი
ზრდა საანგარიშო პერიოდში
შემცირება საანგარიშო პერიოდში
საანგარიშო პერიოდის
საბოლოო ნაშთი
სულ
მათ შორის, გადაფასება
სულ
მათ შორის, გადაფასება
1
2
3
4
5
6
გაცემული სესხ(ებ)ი
მიღებული სესხ(ებ)ი
2. 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. დეკლარაციის დანართ „დ“-ს სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:
ა) გაცემული სესხ(ებ)ის:
ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ) მიღებული სესხ(ებ)ის:
ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხის ნაშთი.“.
3. დანართი №II-086-ის „დანართ 2“-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის „დანართი 3“ - „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“.
4. 401 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. დეკლარაციის დანართ 3-ის („სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“) სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხ(ებ)ის, ასევე როგორც საწარმოს კაპიტალში, ისე საწარმოს მიერ სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:
ა) გაცემული სესხ(ებ)ის:
ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ) მიღებული სესხ(ებ)ის:
ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
გ) საწარმოს კაპიტალის:
გ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
გ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა;
გ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება;
გ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
დ) სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის:
დ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა;
დ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა;
დ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება;
დ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე