გრძელვადიანი კონტრაქტი N 2127
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გრძელვადიანი კონტრაქტი N 2127
ფაქტობრივი გარემოებები
•2009 წელს დაიდო ხელშეკრულება (გრძელვადიანი სამშენებლო კონტრაქტი) სამშენებლო სამუშაოების შესახებ. მთლიანმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადინა 8 300 000 ლარი. 2010 წლის 29 აპრილს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 2 000 000 ლარით და გახდა 10 300 000 ლარი
•საწარმომ 2009 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სსკ-ის 207-ე მუხლის მიხედვით პროპორცია გაიანგარიშა ცვლილებამდე ღირებულებიდან (8 300 000 ლარი) და აღნიშნული თანხა ასახა ერთობლივ შემოსავალში. ამასთან საწარმომ საკომპენსაციო თანხის ცვლილების გათვალისწინებით არ დააკორექტირა 2009 წლის დასაბეგრი მოგება
შეფასება
•სსკ-ის 207-ე მუხლის მიხედვით გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან
•მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს 2009 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია ჩაბარებული ჰქონდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მომენტში, მას უნდა მოეხდინა დეკლარაციის დაზუსტება და ერთობლივ შემოსავალში აესახა გაზრდილ სახელშეკრულებო ღირებულებასთან შეპირისპირებით გაანგარიშებული შემოსავალი
ღონისძიებები
•დაკორექტირდება 2009 წელს აღიარებული შემოსავალი და განისაზღვრება მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებასთან შეპირისპირებით (10 300 000 ლარი)
•საწარმო, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით