N 545-IIმს-XIმპ - 13/05/2025 - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.05.2025
№ დოკუმენტი 545-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (აუდიტორს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,13 მაისი 2025 წ.

N545-IIმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე