N 498-IIმს-XIმპ - 16/04/2025 - საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.04.2025
№ დოკუმენტი 498-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 21110 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

2. ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,16 აპრილი 2025 წ.

N498-IIმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე