კოეფიციენტით გაზრდას დაქვემდებარებული დასაბეგრი ქონება N 1419
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
კოეფიციენტით გაზრდას დაქვემდებარებული დასაბეგრი ქონება N 1419
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქვს უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები), რომლებიც საკუთარი ძალებით ააშენა 2005 წლამდე
· საწარმომ 2010 და შემდგომი წლების ქონების გადასახადის გაანგარიშებისას აღნიშნული შენობა-ნაგებობების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება არ გაზარდა სსკ-ით დადგენილი კოეფიციენტებით
· საწარმო ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით, თუმცა არ აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება
შეფასება
· 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით, 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აფასება ვრცელდება მხოლოდ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ შესყიდულ და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ ყველა დასაბეგრ ქონებაზე
· 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდების მიხედვით საწარმო ვალდებულია 2005 წლამდე ნებისმიერი ფორმით მიღებული, მათ შორის, საკუთარი ძალებით აშენებული დასაბეგრი უძრავი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება ააფასოს (გაზარდოს) სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კოეფიციენტებით
· 2011 წლის შემდგომ საგადასახადო პერიოდზე საწარმოს მიერ შემცირებულია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ღირებულება
ღონისძიებები
· იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით აფასება ვრცელდება მხოლოდ საწარმო/ორგანიზაციის მიერ შესყიდული აქტივებზე, პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდაღვევის ნიშნები არ იკვეთება
· 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდების მიხედვით საწარმოს დაუკორექტირდება (გაეზრდება) ქონების გადასახადი
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების წლიური საშუალო საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით (სსკ 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი)
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2014 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით