N 15 - 31/07/2024 - „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სათამაშო ბიზნესი 31.07.2024
№ დოკუმენტი 15
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 31 ივლისი

ქ. ზესტაფონი

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვალის №7 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 06/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016280) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის “დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ვახტანგ ღამბაშიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე