N 43 - 30/01/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №43
2023 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების:
ა) 19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 35-ე, მე-40, 78-ე − 783, 79-ე − 793, 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“;
ბ) 19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე და 143-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართავს ვიდეოზარის ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 37-ე − 39-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741526859 {width:495.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }
„37
ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭება
1 სამუშაო დღე
1 ობიექტზე – 150 ლარი
38
ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტის სარგებლობის ვადის გაგრძელება
1 სამუშაო დღე
1 ობიექტზე – 150 ლარი
39
ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაცია
1 სამუშაო დღე
1 ობიექტზე – 150 ლარი“;
ბ) 76-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741541582 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„76
მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება
1 დეკლარაცია − 100 ლარი“;
გ) 78-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741559936 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„78
ფიზიკური პირისათვის
მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1 სამუშაო დღე
50 ლარი“;
დ) 78-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 781 − 783 გრაფები:
#assignedTableId-1679741740834 {width: 439pt; margin: 0 auto !important; }„781ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება1 სამუშაო დღე50 ლარი
782მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის გაცემული სერტიფიკატის აღდგენა1 სამუშაოდღე50 ლარი
783მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საქმიანობის ცვლილება1 სამუშაო დღე50 ლარი“;
ე) 79-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741773885 {width:0cm;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„79
მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1 სამუშაო დღე
100 ლარი“;
ვ) 79-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 − 793 გრაფები:
#assignedTableId-1679741820755 {width: 439pt; margin: 0 auto !important; }„791მეწარმე ფიზიკური პისათვის მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება1 სამუშაოდღე100 ლარი
792მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის გაცემული სერტიფიკატის აღდგენა1 სამუშაო დღე50 ლარი
793მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ცვლილება1 სამუშაო დღე100 ლარი“;
ზ) 88-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 გრაფა:
#assignedTableId-1679741868052 {width:495.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„881
დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილება
1 სამუშაო დღე
100 ლარი“;
თ) 133-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741890309 {width:495.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„133
ფიზიკური პირისათვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა
1 სამუშაო დღე
60 ლარი“;
ი) 135-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 136-ე − 155-ე გრაფები:
#assignedTableId-1679742181142 {width:516.95pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }
„136
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღეზე მეტი
50 ლარი
30 ლარი
უფასო
137
პირისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
138
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
139
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
140
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის, დასაბეგრი საქმიანობის სახის ან/და ობიექტის რაოდენობის ცვლილება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
141
მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა/განახლება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
142
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის აღდგენა
1 სამუშაო დღე
50 ლარი
143
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებული საკონტაქტო ტელეფონის
ნომრის ცვლილება
1 სამუშაო დღე
50 ლარი
144
გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
250 ლარი
150 ლარი
100 ლარი
145
უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების ან მისი მართვის ადგილის გადმოტანის საგადასახადო აღრიცხვა
1 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
250 ლარი
150 ლარი
100 ლარი
146
პირის განცხადების საფუძველზე მონაცემების საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში შეტანა
50 ლარი
147
პირის განცხადების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში შეტანილი მონაცემების ცვლილება
50 ლარი
148
პირის განცხადების საფუძველზე, მონაცემების საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრიდან ამოღება
50 ლარი
149
საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით, ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით, განცხადების წარდგენა
1 სამუშაო დღე
50 ლარი
150
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი
151
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი
152
სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი
153
ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი
154
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი
155
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა
200 ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 20 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი