N 266 - 12/07/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 12.07.2023
№ დოკუმენტი 266
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №266

2023 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების

შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლის 64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. ამ ინსტრუქციის 271 მუხლის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე