დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება N 1160
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება N 1160
ფაქტობრივი გარემოებები
•პირმა 2011 წლის 14 აპრილს წარადგინა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ის თანხა შეადგენს 9000 ლარს, ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 6000 ლარს
•პირმა 2011 წლის 5 ივნისს აღმოაჩინა, რომ გამორჩენილი აქვს ერთი საგადასახადო ა/ფაქტურით კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 2000 ლარი, რის გამოც დააზუსტა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რა დროსაც დაუშვა შეცდომა და დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახა მხოლოდ გამორჩენეილი მონაცემები, ხოლო პირველადი დეკლარაციის მონაცემები აღარ შეიტანა დაზუსტებულ დეკლარაციაში
•არნიშნული დადგენილია კამერალური შემოწმების შედეგად, რომლითაც გათვალისწინებული იყო გადამხდელის მიერ გამოწერილი საფ-ების მიხედვით კუთვნილი დღგ-ის თანხების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის შესწავლა
შეფასება
•შემმოწმებლის მიერ ჩათვლებში გავალისწინებულ უნდა იქნეს:
1. დეკლარაციიის დაზუსტებამდე 2011 წლის მარტის თვეში ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.
2. დამატებით, იმ დოკუმენტების მიხედვთ კუთვნილი დღგ-ის თანხები, რომლის მიხედვით გადამხდელს ჩათვლა არ განუხორციელებია და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით შესაძლებელია ჩათვლილი იქნეს 2011 წლის მარტის თვეში
•მოცემულ შემთხვევაში დამატებით დასარიცხი თანხები უნდა განისაზღვროს იქედან გამომდინარე, რომ დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ის თანხა შედაგენს 9000 ლარს, ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 8000 ლარს
ღონისძიებები
•აღნიშნულ შემთხვევაში შემმოწმებელმა უნდა მოითხოვოს და დაკორექტირდეს შემოწმების შესახებ ბრძანება, რომლითაც შესწავლილი იქნება კონკრეტული საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია
•პირს შემოწმებით დაერიცხება გადასახადი 3000 ლარი და შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 1500 (3000*50%) ლარი
შემცირებული დღგ-ის თანხა (3000 ლარი) გაიანგარიშება ჩასათვლელი დღგ-ის გაზრდილი თანხისა (2000 ლარი) და გადასახდელი დღგ-ის თანხის (1000 ლარი) ჯამით.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით