ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობის თანხის განაწილება N 2602
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობის თანხის განაწილება N 2602
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-ს 2017 წლის მანძილზე მიღებული აქვს 500 000 ლარის შემოსავალი (ბასს-ის შესაბამისად). ამავე წელს გაწეულმა ფინანსურმა ხარჯმა შეადგინა 400 000 ლარი. ამასთან, საწარმოს 2017 წელს წმინდა მოგება ჰქონდა 100 000 ლარი. საწარმომ 2018 წელს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის საწარმოს დაქირავებული პირი და არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული) გაანაწილა და მოგების გადასახადით დაბეგრა 110 000 ლარი (110 000/0,85*15%). დადგენილია, რომ 10 000 ლარი არ განაწილებულა არც კაპიტალის შემცირების, არც შუალედური მოგების და არც რაიმე ვალდებულების სანაცვლოდ. ასევე დადგენილია, რომ საწარმოს არ გააჩნია მოთხოვნა დამფუძნებლის მიმართ.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. სსკ-ის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
· საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდიდან ფინანსური მოგების გათვალისწინებით შეეძლო გაენაწილებინა და მოგების გადასახადით დაებეგრა 100 000 ლარი (100 000/0,85*15%). შესაბამისად, პირი ვალდებულია წარადგინოს მოგების გადასახადის შესწორებული დეკლარაცია. ამასთან, 2018 წელს გაცემული 10 000 ლარი ჩაითვლება ფიზიკურ პირზე ქონების ჩუქებად. შესაბამისად, პირი ვალდებული იყო 10 000 ლარი დაებეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. ასევე, პირი ვალდებული იყო, გაცემული დივიდენდი დაებეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. მოგების გადასახადში საწარმოს დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებუ ლი ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით