N 239 - 13/05/2022 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 13.05.2022
№ დოკუმენტი 239
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2022 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2022, 040030000.10.003.023412) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) 102-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1679739703226 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„102

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურების საფასური

ავტოსადგომზე 20 წუთზე მეტი ხნით მდგომ ყოველ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე – 38 ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი