არამატერიალური აქტივის გამოქვითვა (აისოს სტანდარტი) N 0257

0257 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა (აისოს სტანდარტი) 09.12.2011
№ დოკუმენტი 0257
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 0257

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს საწარმომ მიიღო არარეზიდენტი საწარმოსგან ხარისხის მართვის მენეჯმენტის სერთიფიკატი.

· საქართველოს საწარმომ აღნიშნულ სერთიფიკატზე გადახდილი თანხები არ დაბეგრა უკუდაბეგვრის დღგ-ით და არ დააკავა არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხები გადახდის წყაროსთან

· საქართველოს საწარმომ აღნიშნული სერთიფიკატი არ განიხილა არამატერიალურ აქტივად და გადახდილი თანხები გამოქვითა მთლიანად მიმდინარე საგადასახადო წელს, როდესაც მოხდა ხარჯად აღიარება.

· ვერ ხერხდება აღნიშნული სერთიფიკატის სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა

შეფასება

· ხარისხის მართვის მენეჯმენტის სერთიფიკატი არ განიხილება არამატერიალურ აქტივად, შესაბამისად მასზე გადახდილი თანხა სრულად გამოიქვითება იმ საგადასახადო წელს, როდესაც მოხდა ხარჯად აღირება.

· საქართველოს საწარმოს სერთიფიკატზე გადახდილი თანხები უნდა დაებეგრა უკუდაბეგვრის დღგ-ით სსკ-ის 176-ე (ძვ. 241-ე) მუხლის შესაბამისად, ასევე უნდა დაეკავებინა არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხები გადახდის წყაროსთან სსკ-ის 134-ე (ძვ. 197-ე) მუხლის მიხედვით.

ღონისძიებები

· შეფასებაში აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება

· ბიუჯეტში გადასახადელი თანხის შემცირების შემთხვევაში საქართველოს საწარმო დაჯარიმდება სსკ–ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის მიხედვით.

მოცემულობაში იგულისმება, რომ ხარისხის მართვის სერთიფიკატის გაცემა მოხდა არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლების მიერ საქართველოში საქონლის/მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგად.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით