N 359 - 30/10/2024 - „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №359
2024 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №50 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017556) დამტკიცებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის, აგრეთვე ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამოკიდებულ პირთა სიიდან პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ მონაცემები ინახება შესაბამისი გარემოების (მონაცემთა შენახვის ვადის გასვლა/სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება) დადგომიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე